AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელები რაინდის წოდებებით დააჯილდოვეს

1 თვის წინ

AstraZeneca-ს ვაქცინის შემქმნელები რაინდის წოდებებით დააჯილდოვეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის შემუშავებაში ჩართულ სამ მეცნიერს რაინდის წოდება მიანიჭა.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  საპატიო წოდება მიენიჭათ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ენდრიუ პოლარდს, ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ კეიტ ბინგემს და ჯენერის ინსტიტუტის პროფესორს, სარა გილბერტს.

ამას გარდა, დედოფალმა ვაქცინის შემუშავებაში ჩართული რამდენიმე მეცნიერი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

წყარო