17 იანვრიდან კარანტინის და იზოლაციის დღეები იცვლება

🔥🔥🔥🔥🔥
6 დღის წინ

17 იანვრიდან კარანტინის და იზოლაციის დღეები იცვლება

კარანტინის და იზოლაციის დღეები მცირდება.

ვადები ასე განისაზღვრა:

ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის კარანტინის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების აღმოჩენიდან უნდა იყოს გასული 24 საათი და იზოლაციის გასვლიდან მინიმუმ 5 დღე რეკომენდებულია ნიღბის ტარება მკაცრად.

საშუალო და მძიმე შემთხვევების დროს კარანტინის ვადა არის მინიმუმ 10 დღე და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესება ბოლო 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის ტარება.

რაც შეეხება კონტაქტებს, ვადა მცირდება და მსუბუქდება, თუ ეს არის ვაქცინირებული კონტაქტი, ვაქცინაციის დოზის მიღებიდან 90 დღის ვადაში კარანტინის ვადა ეხსნებათ, ანუ მათთვის კარანტინი საჭირო არ არის. რაც შეეხებათ კოვიდ-გადატანილებს, 60 დღის მანძილზე, ნიღბის მოხმარების მკაცრი მოხმარების პირობებში, კონტაქტიდან 10 დღე შეუძლიათ აღარ იყვნენ კარანტინში. რაც შეეხებათ არავაქცინირებულებს, მათ აქვთ რეკომენდაცია 8 დღე დარჩნენ კარანტინში, და შემდეგ დღეებში გამოიყენონ პირბადე.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ავრცელებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 17 იანვრიდან შევა. ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალისტებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ექიმებთან კონსულტაციის შედეგ ითქვა, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, სასწავლო პროცესი ქვეყანაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება.



წყარო