გლდანის რაიონში, ჯანჯღავას მეორე ჩიხსა და გასასვლელში, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და 2 670 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელი საერთოდ არ არსებობდა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო. შემდეგ კი, გამგეობის მიერ ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ბი ემ სიმ“ განახორციელა და გამგეობის ბიუჯეტიდან 100 247 ლარით დაფინანსდა.

რეკლამის ბანერი