"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი" - გიორგი ფხაკაძე

3 დღის წინ

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პნევმონიის ვაქცინების ფასებსა და ხარისხზე წერს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი.

✅პნევმონიის ვაქცინების ფასმა მსოფლიოში დრამატულად დაიწია და ხარისხმა აიწია (არაფერს გაგონებთ?! 

✅2019 წლიდან ვარ გავის პნევმოკოკური კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტი (კომიტეტის შემადგენლობაში სულ 8 ადამიანია).

✅დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია.

✅პნევმოკოკური კომიტეტის გარდა ასევე 2021 წლიდან ვარ გავის დამოუკიდებელი ექსპერტი და ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამების დამტკიცებაში ვიღებ მონაწილეობას.

✅მეტი რა გითხრათ", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

წყარო