ქალმა, მეორე ქმრის თანხმობით, შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ქმრისგან გააჩინა

3 დღის წინ

ქალმა, მეორე ქმრის თანხმობით, შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ქმრისგან გააჩინა

ამერიკელმა ქალმა კიმბერლი ჰოლმს-ივერსონმა 5 წლის წინ გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა. ეს ყველაფერი ინ ვიტრო განაყოფიერების წყალობით მოხდა. ინფორმაციას THE SUN -ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიმბერლი და მისი ქამარი რაშიდი ბავშვებზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ, თუმცა მათი სურვილი ვერ შესრულდა. მამაკაცი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

რაშიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კიმბერლიმ მეგობრებს თხოვნით მიმართა დახმარებოდნენ გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვლილი ადამიანისგან ბიომასალის აღება. მათ ექიმს მიმართეს და საბოლოოდ რაშიდის სპერმა გაყინეს.

ქმრის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ კიმბერლი თავის მეგობარ დარიანზე დაქორწინდა.  ქალმა თავის ქმარს მოუყვა, რომ სურვილი ჰქონდა შვილი გარდაცვლილი ქმრისგან გაეჩინა, რომელიც მამობაზე ოცნებობდა. კიმბერლის ამჟამინდელმა ქმარმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ასევე ნახეთ:

  • VIDEO: „ჩვენს ქურდ ძმას, ქართულად იქნება თუ რუსულად „ბალაგანი“ არ უნდა დახვდეს, ჩვენ აქ ვბლატაობთ“ – „გლახოვიჩის“ ფარული ჩანაწერი
  • “მეც რომ წავალ, იმათთან ერთად ვიქნები“ – ბუბა კიკაბიძის ემოციური გამოსათხოვარი სიტყვა მეგობარს
  • გენიოსები ასე იოლად არ იბადებიან… დღეს ამაღლებაა და რეზოს სულს მოუხდა…” – ცნობილი ადამიანები რეზო გაბრიაძეს ასე გამოემშვიდობნენ
  • ასე დაბნელდა დღეს მზე – უნიკალური კადრები სხვადასხვა ქვეყნიდან (ფოტორეპორტაჟი)

ავტორი: Prime Time

წყარო