ჟორჟიკა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, სიკვდილს ებრძვის

🔥🔥🔥🔥🔥
6 დღის წინ

ჟორჟიკა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, სიკვდილს ებრძვისჟორჟიკა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, დღეს სიკვდილს ებრძვის. პიტბულის პატრონმა ძაღლი ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს მიუქსია, ჟორჟიკა მათ გადაეფარა და პიტმა დაგლიჯა.

,,ეს ძაღლი ჟორჟიკაა, მთელ მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი ძაღლი – პატრონმა, გიორგი ბერეჟიანმა რომ დაკარგა და 3 წლის მერე იპოვა, მათმა ემოციურმა შეხვედრის ვიდეომ მსოფლიო მოიცვა. დღეს ჟორჟიკა სიკვდილს ებრძვის, იცით, რატომ?

ვიღაცამ თავისი პიტბული მიუქსია და დააგლეჯინა სრულიდ უწყინარი ძაღლი! პოლიციამ კი არაფერი ქნა, გაატანა თავის არაადეკვატური ძაღლი და მორჩა ამბავი. მინიმუმი, პასუხისგებაში უნდა მიეცათ პატრონი და ძაღლი დაძინებულიყო, რადგან ის ძაღლი ახლა და სულ, ყველასთვის საფრთხე ქნება, როგორც ძაღლებისთვის, ასევე ხალხისთვის. ხვალ რომ ქალს ეცეს და გამოაჭამოს ყველაფერი, მაგაზე ვინმე პასუხისმგებელია?! გაზრდილია არამდგრადი ფსიქიკის და ეს ძაღლის ბრალი არ არის, მოხვდა იდიოტების ხელში და შეურყიეს ფსიქიკა, თუმცა ამას აღარ ეშველება და რეალურად საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ძაღლიც და პატრონიც.

ჟორჟიკა მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვდა მომაკვდავი, ახლა უკვე თავის სახლშია და მისი პატრონები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის.

ქართველები ყველაზე და ყველანაირად იდიოტი ხალხი ვართ, არაფრის კულტურით. არც ძაღლის გაზრდა შეგვიძლია ნორმალური ფსიქიკით და არც სხვა არსების შედოცების უნარი გაგაჩნიათ! ძაღლს, რომელსაც მსოფლიო იცნობს და საქართველომ ამ ძაღლს ელემენტარული პატივი მაინც სცეს, ახლა სიკვდილს ებრძვის, ისევ ქართველი ნაბ***ის გამო!” – წერს ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე.

წყარო