მცირე ბიზნესი მზადაა კრიპტოვალუტით გადახდები მიიღოს

🔥🔥
6 დღის წინ

\

\

მცირე ბიზნესი მზადაა კრიპტოვალუტით გადახდები მიიღოს

By Maria

იან 14, 2022

მცირე ბიზნესი მზადაა კრიპტოვალუტით გადახდები მიიღოს 

მცირე ბიზნესი მზადაა კრიპტოვალუტით გადახდები მიიღოს 

ამერიკულმა საგადახდო კომპანია Visa-მ   განვითარებული ეკონომიკის მქონე ცხრა ქვეყანაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

გაირკვა, რომ მეწარმეთა თითქმის მეოთხედი მზადაა კრიპტოვალუტით გადახდები უკვე ახლა, 2022 წელს მიიღოს.

Visa-ს წარმომადგენლებმა აშშ-ში, ბრაზილიაში, გერმანიაში, ჰონგ კონგში, ირლანდიაში, კანადაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურსა და რუსეთში 100 ან ნაკლები თანამშრომლის დამსაქმებელი 2250 მცირე კომპანიის წარმომადგენელი გამოჰკითხეს.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ს საქონლისა და მომსახურებისთვის ანგარიშსწორების საშუალებად კრიპტოვალუტების მიღება სურს. 

„ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ადამიანი იცნობს კრიპტოვალუტებს და მათთან მიმართებაში სულ უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს“- ამბობს Visa-ს გაყიდვებისა და შესყიდვების გლობალური ხელმძღვანელი  ჯენი მუნდი (Jeni Mundy).

Visa-ს რესპოდენტების 82% ელექტრონული გადახდების წილის გაზრდას  გეგმავს. საუბარია არა მხოლოდ კრიპტოვალუტებზე, არამედ ჩვეულებრივი საბანკო ბარათების გამოყენებით გადახდაზე.  სამომავლოდ ციფრული გადარიცხვები გადახდის მთავარ საშუალებად იქცევა. მცირე კომპანიების 64% იმედოვნებს, რომ ნაღდი ფულის ციფრულით მთლიანად ჩანაცვლება მომდევნო 10 წელიწადში მოხდება. 41% ამის გაკეთებას მომდევნო ორ წელიწადში გეგმავს, ხოლო 18% აცხადებს, რომ უკვე მხოლოდ ციფრული გადახდებით ოპერირებს.

სისტემა PaySafe-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტების მფლობელთა 54%  ამ გლობალური გადახდის სშუალების დომინირებაში დარწმუნებულია.

წყარო: https://bits.media/

Share Button

  • გამოგვეყვით ტელეგრამზე  t.me/cryptonewsgeorgia
  • დაემატეთ ჩვენს ჯგუფში  Fb.me/groups/cryptonewsgeorgia

error: ნუ ცუღლუტობ...

წყარო