იაგო ფრანგიშვილმა 85 წლის კოვიდიანი ქალი აპარატზე შეერთებას გადაარჩინა და შარდმდენით განკურნა

🔥🔥🔥
6 დღის წინ

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ექიმი იაგო ფრანგიშვილი 20 წელზე მეტია, გერმანიის კლინიკებში მუშაობს. ის ,,სარკეს” გერმანულ მაგალითზე მოუყვა, როგორ მართავენ იქ კოვიდპანდემიას და რატომ ჰყავთ ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.

იაგო ფრანგიშვილი: პრობლემა, იცით, რაშია? საქართველოში პაციენტს ყველაფერს უკეთებენ, სჭირდება თუ არ სჭირდება. როგორც კი სატურაცია დავარდება 85-ზე, ეგრევე რეანიმაციაში გადაჰყავთ და უკეთებენ ,,კორტიზოლს”, მაღალდოზირებულ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, აძლევენ ბევრ ანტიბიოტიკს. ოდიოზური გადასხმების გაკეთება ხდება. ასევე, ვისაც ფული აქვს, იმუნოპრეპარატის გადასხმას იკეთებს, რომელიც 5 000 ლარი ღირს.

ეს პრეპარატი, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიყენო კოვიდის დროს, ოღონდ სწორად. მანდ კი, ვისაც აქვს ფული და შეუძლია შეძენა, ყველას უკეთებენ. ხშირად ტარდება ურთიერთსაწინააღმდეგო თერაპია. თუ ადამიანს დაბალი აქვს იმუნური აქტივობა და მისცემ ,,პრედნიზოლონს” ან ,,დექსამეტაზონს”, შეიძლება განვითარდეს სეფსისი იმ მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიებისა, რომლებიც სხეულშია. ჩამოგითვლიან 10 წამალს, რომლებსაც აძლევენ, გეტყვიან, რომ პაციენტი ინტუბირებულია და შეგეკითხება, მეტი რა გავაკეთოო. იმას, რომ სწორედ ,,ყველაფრის გაკეთებაა” პრობლემა, ვერ ხვდებიან.

ათასობით ღამე გამითევია რეანიმაციაში და ვიცით, რომ ნაადრევი ინტუბაცია ხსნის სტრესს და რაც უფრო ადრე მოუხსნი ამ სტრესს, მით უფრო ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. კოვიდის შემთხვევაში კი სწორედ ეს არ შეიძლება. რაც შეიძლება უნდა გაახანგრძლივო ინტუბირება. თუ ადამიანი თავის სახელს მაინც გეუბნება, მისი ინტუბირება არ შეიძლება.

საქართველოში საერთოდ ამოვარდნილია კოვიდიანთან ფიზიოთერაპიის ჩართვა. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, გადააბრუნებენ ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ და ხან მუცელზე აწვენენ. გერმანიაში საწოლს აყენებენ 70 გრადუსით, რომ ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს.

ადამიანს, რომელსაც შეუძლია დალევა, არ აძლევ სითხეს და მას გადასხმას უკეთებ, წირავ. ითიშება გზა ვირუსის ელიმინაციისა კუჭ-ნაწლავიდან.

გერმანიაში ყველა საათში იცვლება ექიმის მიდგომა, თუ რა უნდა გააკეთოს, მანდ კი ერთ გზას მიჰყვებიან. საქართველოში აკეთებენ ყველაფერს პროტოკოლის მიხედვით და იურიდიულადაც ვერ შეედავები. საქართველოში გადარჩენის შანსი 20%-ზე დაბალია, თუ ინტუბირებულია ადამიანი. გერმანიაში კი მართვით სუნთქვაზე აყვანილთა გადარჩენის შანსი 80%-ია. ყველა პაციენტს რგებს მართვით სუნთქვაზე ადრევე გადაყვანა, გარდა კოვიდისა. ამ სიახლეს საქართველოში ვერ შეეგუვნენ. იციან, რომ ასეა, მაგრამ ეშინიათ და აერთებენ აპარატზე.

მაგალითად, ადამიანი მელაპარაკება რეანიმაციიდან და მეუბნება, რომ აპირებენ მის შეერთებას აპარატზე… 85 წლის ქალბატონს უთხრა ექიმმა, ინტუბაციის აპარატზე უნდა შეგაერთო და რას ისურვებო. უთხრა, ყავასო. ასეთი ადამიანის ინტუბაციაზე აყვანა შეიძლება?! ჩემი ჩარევით დატოვა კლინიკა და ახლა კარგადაა.აღმოჩნდა, რომ იმდენი გადასხმა გაუკეთეს, ფილტვი გაუთეთრეს. უთხრეს, მართვით სუნთქვაზე თუ არ აგიყვანთ, დაიღუპებიო. არადა, შარდმდენი უნდოდა მხოლოდ და გადარჩა კიდეც “ლაზიქსით”. მოშარდა 3 ლიტრი და დამთავრდა.

– საოცრებას მიყვებით! ადამიანი, რომელიც აპარატზე უნდა შეეერთებინათ თბილისის კლინიკაში, თქვენი ჩარევით გამოვიდა საავადმყოფოდან ასეთ მდგომარეობაში და შარდმდენით გადარჩა?

– დიახ, ამას გიყვებით! ეს ქალი, იცით, რატომ მოხვდა რეანიმაციაში? დაპანიკებული იყო და დაემართა ჰიპერვენტილაციის სინდრომი. ეს არის, როცა გეშინია და სწრაფად სუნთქავ. ამ სინდრომმა იცის ნახშირორჟანგის დაგროვება და გონების არევა. მოვიდა სასწრაფო იაგო ფრანგიშვილმა 85 წლის კოვიდიანი ქალი აპარატზე შეერთებას გადაარჩინა და შარდმდენით განკურნადა…

იცით, რა უნდა ექნათ? ცელოფნის პარკი უნდა აეღოთ და იქ ესუნთქა. ასე გამოვიდოდა მდგომარეობიდან. მათ კი წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთეს დამამშვიდებლები. დაამშვიდეს, მოვიდა გონზე, რამდენიმე დღე კარგად იყო, მაგრამ იმდენი სითხე გადაუსხეს, ფილტვში სითხის შეგუბება დაეწყო. გამოვიდა სახლში, მიიღო “ლაზიქსი” და გადარჩა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

წყარო