დღეს ბედობაა

🔥🔥
6 დღის წინ

დღეს ბედობაა

 დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაულს - ბედობას აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის.

 ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.

რიტუალი ასეთი იყო - ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელის „ფეხზე“, "კვალზე" იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.

ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს - 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბალობისგან (ბარბარობა) განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.

მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით ანუ 15 იანვარს უწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

წყარო