გერმანიაში "ომიკრონი" დომინანტი შტამი გახდა

🔥🔥🔥🔥
6 დღის წინ

გერმანიაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა

გერმანიაში შტამი "ომიკრონი" კორონავირუსის ყველა შემთხვევის 73,3%-ს შეადგენს. ამავდროულად, "დელტა" შტამი ინფექციების 25,9%-ზე მოდის. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

ბოლო 7 დღის განმავლობაში "ომიკრონი" გერმანიის მთელი ტერიტორიაზე დომინანტურ ვარიანტად იქცა. მანამდე მასზე შემთხვევების 44,3% მოდიოდა.

"მომავალი კვირების განმავლობაში ჩვენ "ომიკრონით" შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით. ადრეული კვლევები მიუთითებს, რომ საავადმყოფოში უფრო მცირე წილი ხვდება, ვიდრე "დელტას" შემთხვევაში", - აღნიშნავენ რობერტ კოხის ინსტიტუტში.

გერმანიაში ზედიზედ ორი დღეა COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი ფიქსირდება. ხუთშაბათს, 13 იანვარს, დილით, 81 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

წყარო