⚡ 22.3

ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელება კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა

🔥🔥🔥
logo 01.01.1970 1 კვირის წინ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყირიმ- კონგოს ჰემორაგიული ცხელების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა. ყირიმ–კონგოს შემთხვევები გამოვლინდა ჭვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში.

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში”, – აღნიშნული ინფორმაცია ახალციხის მერიამ “სამხრეთის კარიბჭეს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით მიაწოდა.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში ადამიანის ყირიმ–კონგოთი დააავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი. აპრილში ასპინძაში ინფიცირების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

წყარო: sknews.ge

წყარო  logo 
 

Refresh